არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 26 ივლისი
ესპანეთი

ესპანეთი, მადრიდი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

ესპანეთი, მადრიდი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 19—21 ივლისი, 2019

  • ადგილი: „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონი, მადრიდი

  • ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ინგლისური, ესპანური, ესპანური ჟესტური

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 52 516

  • მონათლულთა რაოდენობა: 434

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 6300

  • მიწვეული ფილიალები: ალბანეთი, არგენტინა, ბულგარეთი, განა, დომინიკელთა რესპუბლიკა, თურქეთი, კანადა, კორეა, ნიდერლანდი, პერუ, სლოვენია, ტაივანი, უნგრეთი, შეერთებული შტატები, ცენტრალური ამერიკა

  • ადგილობრივი შემთხვევა: სეზარ ლოპესი, ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორი, ასეთ კომენტარს აკეთებს: „ეს არაჩვეულებრივი პერიოდი იყო ჩვენთვის. სასტუმროს თანამშრომლები აღფრთოვანებულნი არიან სტუმრებით და დღემდე მათზე ლაპარაკობენ. განსაკუთრებით მოგვხიბლა მათმა ღიმილმა, დახვეწილმა მანერებმა და მეგობრულმა დამოკიდებულებამ. თქვენი დევიზი [„სიყვარული არასოდეს მთავრდება“] არის ის, რაც ამ ადამიანებს აქ ჩამოსვლამდე უკვე კარგად ჰქონდათ გათავისებული. მათი განწყობა ყველასთვის გადამდები იყო სასტუმროში. სხვა დროსაც სიამოვნებით მიგიღებთ“.

 

ადგილობრივი და-ძმები სიხარულით ეგებებიან ადოლფო სუარესის მადრიდი-ბარახას აეროპორტში ჩასულ სტუმრებს.

ადგილობრივი მაუწყებელი სტუმარ დასთან ერთად კონგრესის მოსაწვევებით ქადაგებს მადრიდში.

დამსწრეები საკონგრესო შენობაში შედიან დილით.

სტუმრები მომღიმარი სახეებით პროგრამის დასასრულს, პარასკევს.

ბავშვები გვიჩვენებენ ტელეფონებში ჩამოტვირთულ ახალ ბიბლიებს ესპანურ ენაზე. პარასკევს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსიის გამოცემის შესახებ ერთდროულად გამოცხადდა მადრიდსა და თერთმეტ სხვა ადგილას ესპანეთში.

ძმა იღიმის ნათლობის შემდეგ. სულ მოინათლა 434 ადამიანი.

სპეციალური სრული დროით მსახურები ემშვიდობებიან და-ძმებს კონგრესის ბოლო დღეს.

და-ძმები ტაშს უკრავენ კონგრესის მსვლელობისას.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა გერიტ ლოში, ხელს ართმევს ერთ-ერთ სპეციალური სრული დროით მსახურს კონგრესის დასრულების შემდეგ.

საღამოს ღონისძიებაზე ფერად სამოსში გამოწყობილი დები ასრულებენ ტრადიციულ ესპანურ ცეკვას.