არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 28 თებერვალი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“კიპენდე ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“კიპენდე ენაზე

2022 წლის 20 თებერვალს წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით გამოცხადდა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიპენდე ენაზე. ბიბლიის თარგმანის ამ ელექტრონული გამოცემის შესახებ განცხადება კონგოს (კინშასა) ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ნიკოლას ჰიფინგერმა, გააკეთა. პროგრამას დაახლოებით 10 000 მაუწყებელი ისმენდა ონლაინრეჟიმში. ახალი გამოცემის ბეჭდური ვერსია 2022 წლის აპრილში გახდება ხელმისაწვდომი.

1960-იანი წლების დასაწყისში ერთ მამაკაცს, სახელად მაკანდა მადინგა ჰენრის, იეჰოვას მოწმეებმა მისცეს „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი ეგზემპლარი. ასე დაიწყო სამქადაგებლო საქმიანობის ისტორია კიპენდეენოვან ტერიტორიაზე. ჟურნალის წაკითხვის შემდეგ მაკანდა მადინგა დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა და წაკითხულის შესახებ სხვებთან დაიწყო საუბარი. მოგვიანებით ის მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1979 წელს, პირველი კიპენდეენოვანი კრება ჩამოყალიბდა ქალაქ კიეფუში.

კიპენდეენოვანი მთარგმნელობითი ოფისი მდებარეობს ქალაქ კიკვიტში, კინშასას ფილიალიდან დაახლოებით 500 კილომეტრში.

ბიბლიის ეს ახალი თარგმანი დიდ დახმარებას გაუწევს და-ძმებს პირადი შესწავლის და სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს. ძმა ნიკოლასმა აღნიშნა, რომ ეს არის „ზუსტი და ადვილად გასაგები თარგმანი და მასში ყველგან არის აღდგენილი ღვთის სახელი დედნისეული ტექსტის მიხედვით“.

ვლოცულობთ, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მეშვეობით ჩვენმა და-ძმებმა კვლავაც გამოიღონ „ყოველ კარგ საქმეში ნაყოფი“ და გაიღრმაონ „ღვთის შესახებ ცოდნა“ (კოლოსელები 1:10).