არჩეულ მასალაზე გადასვლა

სერგეი და ელენა ჩეჩულინები

19 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 2024 ᲬᲚᲘᲡ 23 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „ვიცი, რომ სწორედ იეჰოვა მანუგეშებს“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „ვიცი, რომ სწორედ იეჰოვა მანუგეშებს“

2024 წლის 22 აპრილს პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სერგეი ჩეჩულინის და მისი მეუღლის, ელენა ჩეჩულინას საქმეზე. თითოეულ მათგანს ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

სერგეის და ელენას მსგავსად, ჩვენც ვაფასებთ უძვირფასეს საჩუქარს, ღვთის სიტყვას, რომელიც სიბრძნესა და ძალას გვაძლევს, რათა განსაცდელების დროს ერთგულები დავრჩეთ (ფსალმუნი 19:7).

დროის დიაგრამა

  1. 2022 წლის 25 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  2. 2022 წლის 17 ოქტომბერი

    გაჩხრიკეს სერგეის და ელენას სახლი.

  3. 2023 წლის 6 სექტემბერი

    სერგეის დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  4. 2023 წლის 7 სექტემბერი

    ელენას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  5. 2023 წლის 26 დეკემბერი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.