არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 1 ნოემებრი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება

სამხრეთ კორეის უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება

2018 წლის 1 ნოემბერს, ხუთშაბათს, სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ ცხრა ოთხის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. რწმენა ახლა უკვე საფუძვლიან მიზეზად ჩაითვლება სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის. სამხრეთ კორეის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ამ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების საფუძველზე კორეაში დაპატიმრებულ 900-ზე მეტ ძმას სასამართლო ინსტანციები უდანაშაულოდ ცნობს.

რამდენიმე თვის წინ სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის დეკემბრისთვის უნდა ამოქმედდეს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური მათთვის, ვინც რწმენის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე.

ჩვენ ვხარობთ და ქებას ვუძღვნით იეჰოვას ამ ისტორიული გადაწყვეტილების გამო.