არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფილიალის შენობები (ნორმანდია, საფრანგეთი)

30 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
საფრანგეთი

ნორმანდიაში ფილიალის გახსნიდან 50 წლის შემდეგ

ნორმანდიაში ფილიალის გახსნიდან 50 წლის შემდეგ

2023 წლის იანვარში 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ნორმანდიაში (საფრანგეთი) ფილიალმა ფუნქციონირება დაიწყო. 1973 წლის 9 ივნისს, ფილიალის გახსნიდან ექვსი თვის შემდეგ, მიძღვნაც გაიმართა.

მანამდე სამქადაგებლო საქმიანობას ორგანიზება პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქიდან, ბულონ-ბიიანკურიდან, ეწეოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ქვეყანაში მაუწყებელთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო გახდა, შედარებით დიდ შენობაში განხორციელებულიყო ჩვენი საქმიანობა. გარდა ამისა, ლიტერატურა შეერთებული შტატებიდან საფრანგეთის დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ჰავრიში იგზავნებოდა, რომელიც ფილიალიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს. შესაბამისად, ხარჯები და დრო რომ დაზოგილიყო, ფილიალის ახალი შენობისთვის ძმებმა ამ ორ ქალაქს შორის არსებული მიწის ნაკვეთის ძებნა დაიწყეს.

საბოლოოდ, ძმებმა ნორმანდიის პატარა ქალაქ ლუვიეში მიწის ნაკვეთი შეიძინეს, რომელიც პარიზიდანაც და ჰავრიდანაც დაახლოებით 100 კილომეტრით არის დაშორებული. 1972 წელს ფილიალის მშენებლობაც დაიწყო და ის რვა თვე გაგრძელდა.

მომდევნო წლებში მაუწყებელთა რიცხვი კიდევ საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც ნორმანდიაში განთავსებული ფილიალის გაფართოება რამდენჯერმე გახდა საჭირო. სწორედ ამიტომ 1996 წელს ძმებმა ბეთელთან ახლომდებარე მიწის ნაკვეთი შეიძინეს და იქ საცხოვრებელი შენობები ააშენეს, სადაც ბულონ-ბიიანკურში დარჩენილი ბეთელის ოჯახის წევრებიც გადავიდნენ.

საფრანგეთის ფილიალში 20 ენაზე ნათარგმნი ბუკლეტი „რა არის თქვენთვის ბიბლია?“.

დღეს საფრანგეთის ფილიალი 13 ქვეყანაში უწევს ორგანიზებას სამქადაგებლო საქმეს. მთლიანობაში ამ ტერიტორიაზე 162 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს. 1999 წელს ნორმანდიაში პუბლიკაციების ბეჭდვა შეწყდა და შენობები შესაბამისი საჭიროებისდა მიხედვით გადაკეთდა. დღეს იქ 24 ენაზე ითარგმნება ბიბლიური პუბლიკაციები და მზადდება სხვადასხვა ვიდეომასალა. ამჟამად საფრანგეთის ფილიალში 400-ზე მეტი და-ძმა მსახურობს.

ძალიან გვიხარია, რომ იეჰოვა აჩქარებს სამქადაგებლო საქმეს საფრანგეთში (ესაია 60:22).