გამოსვლა 6:1—30

  • გათავისუფლების შესახებ დაპირების გამეორება (1—13).

    • ღვთის სახელის, იეჰოვას, მნიშვნელობა ბოლომდე არ იყო გამჟღავნებული (2, 3).

  • მოსესა და აარონის გენეალოგია (14—27).

  • მოსე კიდევ ერთხელ წარდგა ფარაონის წინაშე (28—30).

6  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ახლა ნახავ, რას დავმართებ ფარაონს;+ ვაიძულებ, რომ გაუშვას ისინი, ვაიძულებ, რომ გაყაროს თავისი ქვეყნიდან“.+  შემდეგ ღმერთმა მოსეს უთხრა: «მე ვარ იეჰოვა.  მე ვეცხადებოდი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი,+ მაგრამ ჩემი სახელით, იეჰოვათი,+ არ გამიმჟღავნებია მათთვის ჩემი თავი*.+  შეთანხმებაც დავუდე, რომ მივცემდი ქანაანის მიწას, რომელზეც ხიზნებად ცხოვრობდნენ.+  გავიგონე ისრაელების კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული; არ დამვიწყებია ჩემი შეთანხმება.+  ამიტომ უთხარი ისრაელებს: „მე ვარ იეჰოვა, მე ჩამოგხსნით ეგვიპტელთა უღელს და მე დაგიხსნით მათი მონობიდან.+ გაწვდილი მკლავით გადაგარჩენთ და მკაცრად დავსჯი ეგვიპტეს.+  თქვენ ჩემი ხალხი გახდებით, მე კი თქვენი ღმერთი ვიქნები.+ გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტელთა უღელი ჩამოგხსნათ.  მიგიყვანთ იმ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ აბრაამს, ისაკსა და იაკობს მივცემდი, და თქვენი საკუთრება გახდება ის.+ მე ვარ იეჰოვა“».+  გადასცა მოსემ ეს სიტყვები ისრაელებს, მაგრამ მათ არ მოუსმინეს, რადგან გულგატეხილნი და მონობისგან გაწამებულნი იყვნენ.+ 10  იეჰოვამ მოსეს უთხრა: 11  „წადი ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან, და უთხარი, რომ გაუშვას ისრაელები თავისი ქვეყნიდან“. 12  მაგრამ მოსემ იეჰოვას მიუგო: „ისრაელებმა არ მომისმინეს+ და ფარაონი მომისმენს?! თანაც ლაპარაკი მიჭირს*!“+ 13  იეჰოვამ მოსეს და აარონს კიდევ ერთხელ უთხრა, თუ რა მითითებები უნდა მიეცათ ისრაელებისა და ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რათა გამოეყვანათ მათ ისრაელები ეგვიპტიდან. 14  ესენი არიან ისრაელების საგვარეულოთა თავკაცები. რეუბენის, ისრაელის პირმშოს,+ ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.+ ესენი არიან რეუბენის შტოები. 15  სიმონის ვაჟები იყვნენ: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ქანაანელი ქალის ვაჟი.+ ესენი არიან სიმონის შტოები. 16  ლევის+ ვაჟები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: გერშონი, კეჰათი და მერარი.+ ლევიმ 137 წელი იცოცხლა. 17  გერშონის ვაჟები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: ლიბნი და შიმეი.+ 18  კეჰათის ვაჟები იყვნენ: ამრამი, იცჰარი, ხებრონი და უზიელი.+ კეჰათმა 133 წელი იცოცხლა. 19  მერარის ვაჟები იყვნენ მახლი და მუში. ეს არის ლევიანთა საგვარეულო შტოების მიხედვით.+ 20  ამრამმა ცოლად მამამისის და იოქებედი მოიყვანა.+ მან ამრამს აარონი და მოსე გაუჩინა.+ ამრამმა 137 წელი იცოცხლა. 21  იცჰარის ვაჟები იყვნენ: კორახი,+ ნეფეგი და ზიქრი. 22  უზიელის ვაჟები იყვნენ: მიშაელი, ელიცაფანი+ და სითრი. 23  აარონმა ცოლად მოიყვანა ელიშება, ამინადაბის ქალიშვილი, ნახშონის+ და. მან აარონს ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი+ გაუჩინა. 24  კორახის ვაჟები იყვნენ: ასირი, ელკანა და აბიასაფი.+ ესენი არიან კორახის შტოები.+ 25  აარონის ვაჟმა ელეაზარმა+ ფუტიელის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად. მან ელეაზარს ფინხასი+ გაუჩინა. ესენი არიან ლევიანთა თავკაცები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით.+ 26  ამავე საგვარეულოდან იყვნენ მოსე და აარონი, რომლებსაც იეჰოვამ უთხრა: „ისრაელები ეგვიპტიდან ჯგუფებად გამოიყვანეთ“.+ 27  ესენი დაელაპარაკნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაეშვა ისრაელები ეგვიპტიდან. ესენი იყვნენ მოსე და აარონი.+ 28  იმ დღეს, როცა იეჰოვა ელაპარაკა მოსეს ეგვიპტის მიწაზე, 29  ასე უთხრა იეჰოვამ: „მე ვარ იეჰოვა. უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები“. 30  მოსემ იეჰოვას მიუგო: „მიჭირს ლაპარაკი; არ მომისმენს ფარაონი“.+

სქოლიოები

სავარაუდოდ, იგულისხმება ის, რომ მათ ბოლომდე არ ესმოდათ ღვთის სახელის მნიშვნელობა.
სიტყვასიტყვით — „ბაგედაუცვეთელი ვარ“.