ფსალმუნები 68:1—35

  • მიმოიფანტონ ღვთის მტრები.

    • „ობლის მამა“ (5).

    • „საწყალს საცხოვრებელს გამოუჩენს ღმერთი“ (6).

    • „ქალთა დიდი ლაშქარი აცხადებს სასიხარულო ცნობას“ (11).

    • „ძღვნად წაიყვანე კაცები“ (18).

    • იეჰოვა ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს (19).

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. საგალობელი. 68  აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრებიდა გაიქცნენ მისი მოძულენი.+   კვამლივით გაფანტე ისინი;როგორც ცვილს ადნობს ცეცხლი,დაე ისე მოეღოთ ბოლო ბოროტებს ღვთის წინაშე!+   მართლებმა კი გაიხარონ,+ღვთის წინაშე იმხიარულონდა სიხარულით იყიჟინონ!   უმღერეთ ღმერთს, ხოტბა შეასხით მის სახელს.+ უმღერეთ მას, ვინც უდაბნოს სერავს*, მას, ვისაც იაჰი* ჰქვია!+ იმხიარულეთ მის წინაშე!   ობლის მამა და ქვრივის ქომაგია+თავის წმინდა სამყოფელში მყოფი ღმერთი.+   მიუსაფარს თავშესაფარს გამოუჩენს ღმერთი,+პატიმრებს გაათავისუფლებს და არაფერს მოაკლებს,+ ურჩებს კი ხრიოკზე მოუწევთ ცხოვრება.+   როცა შენს ხალხს მიუძღოდი, ღმერთო,+როცა უდაბნოში მიდიოდი, (სელა)   მიწა იძვროდა,+ციდან წვიმა მოდიოდა ღვთის წინაშე;სინაი ზანზარებდა ღვთის, ისრაელის ღვთის გამო.+   შენ კოკისპირულად აწვიმე, ღმერთო;გამოაცოცხლე ქანცგაწყვეტილი შენი ხალხი. 10  შენს ბანაკში მკვიდრობდნენ ისინი;+შენი სიკეთით* არაფერს აკლებდი საწყლებს, ღმერთო. 11  იეჰოვა გასცემს ბრძანებას;ქალთა დიდი ლაშქარი აცხადებს სასიხარულო ცნობას.+ 12  გარბიან, გარბიან მეფეები თავიანთ ლაშქართან ერთად!+ სახლში დარჩენილი ქალი ნადავლიდან იღებს წილს.+ 13  ბანაკში დანთებულ კოცონებს შორის მოგიწიათ წოლა*,მაგრამ ხელთ იგდებთ მტრედს მოვერცხლილი ფრთებითადა ხალასი ოქროს ბუმბულით. 14  როცა მიმოფანტა ყოვლისშემძლემ მეფეები,+მაშინ გათოვდა ცალმონში*. 15  ბაშანის+ მთა ღვთის მთაა;მწვერვალები ამშვენებს ბაშანის მთას. 16  მთის მწვერვალებო, რატომ უმზერთ შურითმთას, რომელზეც ღმერთმა ისურვა დავანება?+ იქ დამკვიდრდება იეჰოვა მარადიულად.+ 17  ღმერთს ათასობით, ათობით ათასი, საომარი ეტლი ჰყავს.+ წმინდა ადგილზე მოვიდა იეჰოვა სინაიდან.+ 18  მაღლა ახვედი+ და ტყვეები წაასხი,წაიყვანე ძღვენი ადამიანთა სახით,+ჯიუტებიც კი,+ რათა დამკვიდრდე მათ შორის, იაჰ*, ღმერთო. 19  დიდება იეჰოვას, რომელიც ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს,+ჩვენი მხსნელი ღმერთია ის. (სელა) 20  ჩვენი ღმერთი მხსნელი ღმერთია;+უზენაესი უფალი იეჰოვაა კაცთა მხსნელი სიკვდილისგან.+ 21  ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, თმიან თხემს გაუჩეჩქვავს ავისმქნელთ.+ 22  იეჰოვამ თქვა: „უკან ჩამოვიყვან მათ ბაშანიდან,+ამოვიყვან ზღვის სიღრმიდან, 23  რათა მტრების სისხლში ჩადგა ფეხი+და შენმა ძაღლებმა ალოკონ მათი სისხლი“. 24  ისინი უყურებენ შენს საზეიმო სვლას, ღმერთო,ჩემი ღვთის, ჩემი მეფის, სვლას წმინდა ადგილისკენ.+ 25  წინ მგალობლები მიდიან,უკან — სიმებიან საკრავებზე დამკვრელები,+ შუაში კი — მედაირე ყმაწვილქალები.+ 26  დიდ კრებულში ადიდეთ ღმერთი;განადიდეთ იეჰოვა, თქვენ, ვინც სიცოცხლეს ისრაელის წარმომქმნელს უმადლით.+ 27  ნაბოლარა ბენიამინი+ იმორჩილებს მათ,იუდას მთავრებიც — თავიანთი მოყიჟინე ხალხით, ზებულონის მთავრებიცა და ნაფთალის მთავრებიც. 28  შენმა ღმერთმა ბრძანა, რომ ძალა მოგცემოდა. წარმოაჩინე შენი ძალა, ღმერთო, ჩვენ სასიკეთოდ მოქმედო.+ 29  შენი ტაძრისთვის იერუსალიმში+მეფეები ძღვენს მოგართმევენ.+ 30  გაკიცხე ლერწმიანის მხეცები,ხარების ჯოგი+ მათ ხბოებთან ერთად,სანამ ხალხები შენ წინაშე არ დაემხობიან და ვერცხლს არ მოგიტანენ ძღვნად. იგი ფანტავს ომის მოყვარულ ხალხებს. 31  ეგვიპტიდან ჩამოიტანენ ბრინჯაოს ნივთებს*;+ქუში საჩქაროდ მიუტანს ძღვენს ღმერთს. 32  დედამიწის სამეფოებო, უმღერეთ ღმერთს!+ უგალობეთ იეჰოვას, (სელა) 33  მას, ვინც სერავს საუკუნო ზეცათა ზეცას!+ აი, ის დაიჭექებს თავისი მგრგვინავი ხმით. 34  აღიარეთ ღვთის ძლიერება;+ მთელ ისრაელზე მეფობს იგიდა მისი ძლიერება ზეციდან ასხივებს. 35  შიშის მომგვრელია ღმერთი თავის დიდებულ სამყოფელში.+ ისრაელის ღმერთია იგი,ვინც ძალასა და ძლევამოსილებას აძლევს ხალხს.+ დიდება ღმერთს!

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ღრუბლებზეა ამხედრებული“.
ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
ან შესაძლოა: „ცხვრის სადგომებს შორის იწექით“.
ან შესაძლოა: „ისე მიმოფანტა ყოვლისშემძლემ მეფეები, თითქოს გათოვდაო ცალმონში“.
ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
ან შესაძლოა: „ეგვიპტიდან ჩამოვლენ დესპანები“.