არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტების ძიებაში

ჭეშმარიტების ძიებაში

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. „ეძებეთ და იპოვით მას“,

    გვსმენოდა ჩვენ ეს სიტყვები.

    და გვქონდა უამრავი კითხვა ღმერთთან,

    რაზეც პასუხს ვეძებდით.

    (მისამღერის შესავალი)

    ჭეშმარიტების პოვნის წადილით,

    ზღვას კითხვებისას ჩვენ მივაპობდით, იმედით.

    (მისამღერი)

    ვეძებთ ჭეშმარიტებას

    და ჩვენს ყველა კითხვას

    პასუხი გვინდა გაეცეს.

    ვინ შექმნა სიცოცხლე? რატომ გვჭირდება, ღვთის სამეფო მოვიდეს?

    ვეძებთ პასუხებს.

  2. 2. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ღმერთს ჰქონდა

    სახელი წმინდა –– იეჰოვა.

    გავიგეთ და ჩვენ დავრწმუნდით,

    უკვე სწორ გზას ვადექით.

    (მისამღერის შესავალი)

    მივაპობდით კვლავ ჩვენ კითხვების ზღვას,

    ღვთის სიტყვას ვიკვლევდით ღრმად, სიცოცხლის აზრს ვეძებდით.

    (მისამღერი)

    ვპოვეთ ჭეშმარიტება.

    მან შუქი მოჰფინა

    იმ კითხვებს, რაც გვაფიქრებდა:

    ვინ შექმნა სიცოცხლე? როდის დამყარდება დედამიწაზე სამოთხე?

    ძებნა განვაგრძეთ.

    (ხიდი)

    ჩვენ უკან არ დავიხევთ და დავეხმარებით

    მძებნელთ ჭეშმარიტების,

    გააპონ ზღვა ულევი კითხვების,

    იპოვონ პასუხები.

    გავცემთ განძს ჭეშმარიტების.

    (მისამღერი)

    ჩვენ ხალხს ჭეშმარიტებას

    ვამცნობთ და ღვთის სიტყვა

    პასუხს სცემს მათ ყველა კითხვას.

    ვინ შექმნა სიცოცხლე? მალე ერთგულები მარად იცოცხლებენ.

    ძებნა განაგრძეთ.