არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲘᲛᲡᲣᲑᲣᲥᲝᲗ ᲡᲢᲠᲔᲡᲘ

სტრესის გარეშე ცხოვრება მხოლოდ ოცნება როდია!

სტრესის გარეშე ცხოვრება მხოლოდ ოცნება როდია!

ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული რჩევები გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ ზედმეტი სტრესი. ფაქტია, ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე აღმოფხვრას სტრესის გამომწვევი მიზეზები, მაგრამ ჩვენი შემოქმედისთვის ეს შეუძლებელი ნამდვილად არაა. ის თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით გადაჭრის ამ პრობლემას. ძალიან მალე იესო იმაზე დიდებულ საქმეებს მოიმოქმედებს კაცობრიობისთვის, ვიდრე დედამიწაზე ყოფნის დროს იქმოდა. მაგალითად, მისი მმართველობის დროს . . .

ᲐᲕᲐᲓᲛᲧᲝᲤᲔᲑᲘ ᲒᲐᲜᲘᲙᲣᲠᲜᲔᲑᲘᲐᲜ

„მიჰყავდათ მასთან სხვადასხვა სენით . . . გაწამებული ავადმყოფები . . . და ის კურნავდა მათ“ (ᲛᲐᲗᲔ 4:24).

ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲔᲥᲜᲔᲑᲐ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ

„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, ჩაყრიან ვაზს და შეჭამენ მის ნაყოფს. არ ააშენებენ იმისთვის, რომ სხვამ იცხოვროს, და არც იმისთვის დარგავენ, რომ სხვამ შეჭამოს“ (ᲔᲡᲐᲘᲐ 65:21, 22).

ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐᲖᲔ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ ᲓᲐᲘᲡᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲓ ᲘᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲡ

„მის დროს გაიხარებს მართალი და იმეფებს მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. მისი მორჩილი იქნება ყველა ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე . . . მტვერს ალოკავენ მისი მტრები“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 72:7—9).

ᲣᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲑᲐ ᲐᲦᲛᲝᲘᲤᲮᲕᲠᲔᲑᲐ

„ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, გადაარჩენს ღარიბებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 72:13, 14).

ᲢᲐᲜᲯᲕᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲛᲝᲔᲦᲔᲑᲐ

„აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (ᲒᲐᲛᲝᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ 21:4).