არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთთან ურთიერთობა

ღმერთთან ურთიერთობა

როგორც პირველ სტატიაში იყო აღნიშნული, ბევრი ბიბლიას წმინდა წიგნად მიიჩნევს. ბიბლიის კითხვისა და მასში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინების შედეგად ისინი უფრო დაუახლოვდნენ ღმერთს და სიცოცხლის აზრი შეიძინეს.

სულიერად მოაზროვნე ადამიანები აფასებენ ღვთის ნორმებს და ამ ნორმებით ხელმძღვანელობენ. მათგან განსხვავებით, „ხორციელი ადამიანები“ თავიანთ სურვილებს არიან აყოლილნი და საკუთარ მეს პირველ ადგილზე აყენებენ (იუდა 18, 19; ეფესოელები 5:1).

იმედი

ბიბლიური პრინციპი: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10).

რას ნიშნავს: გულგატეხილობა პრობლემებთან გასამკლავებლად საჭირო ძალებს გვართმევს, იმედი კი მხნეობას გვმატებს და გვეხმარება, ხელები არ ჩამოვყაროთ. ამასთან, გვესმის, რომ პრობლემები დროებითია და ერთ დღესაც შეიძლება ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ შემობრუნდეს.

რა უნდა გააკეთოთ: შეეცადეთ, მომავალს ოპტიმისტურად უყუროთ. ნაცვლად იმისა, რომ იმაზე ინერვიულოთ, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს ან იდეალურ ვითარებას დაელოდოთ, თქვენი მიზნების განხორციელებას შეუდექით. გახსოვდეთ ისიც, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული (ეკლესიასტე 9:11). თუმცა ხშირად საქმე იმაზე გაცილებით უკეთ მიდის, ვიდრე გვგონია. ამის დასტურად ბიბლიაში მოყვანილია მიწათმოქმედის მაგალითი: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს“ (ეკლესიასტე 11:6).

ბიბლია პასუხს გვცემს უმნიშვნელოვანეს კითხვებზე

ბიბლიური პრინციპი: „მომეცი გაგების უნარი . . . შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (ფსალმუნი 119:144, 160).

რას ნიშნავს: ბიბლია პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც ფაქტობრივად ყველა ადამიანს აწუხებს. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, . .

  • როგორ გავჩნდით ამქვეყნად.

  • რატომ ვარსებობთ.

  • რა მდგომარეობაში არიან მკვდრები.

  • სიკვდილით მთავრდება თუ არა ყველაფერი.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ მას შემდეგ, რაც ბიბლიიდან გაიგეს პასუხები ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე.

რა უნდა გააკეთოთ: თავად გამოიკვლიეთ, რას ამბობს ბიბლია ამა თუ იმ საკითხზე. სთხოვეთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს, ბიბლიის უკეთ გაგებაში დაგეხმაროთ. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს jw.org ან გვესტუმრეთ სამეფო დარბაზში, სადაც შეხვედრებზე დასწრება უფასოა.

სხვა ბიბლიური პრინციპები

უყურეთ jw.org-ზე ვიდეოს „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“, რომელიც ხელმისაწვდომია 880-ზე მეტ ენაზე

კარგად გააცნობიერეთ, რომ ღმერთთან დაახლოება აუცილებელია

„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

მეტი გაიგეთ ღვთის შესახებ

ეძებეთ და იპოვეთ ღმერთი, რომელიც „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27).

იკითხეთ ბიბლია და იფიქრეთ წაკითხულზე

„იეჰოვას * კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ . . . ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმუნი 1:2, 3, სქოლიო).

^ აბზ. 23 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.