არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვიარო ქრისტიანულ შეხვედრებზე?

რატომ უნდა ვიარო ქრისტიანულ შეხვედრებზე?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა ვიარო ქრისტიანულ შეხვედრებზე?

მოგწონს კრებებზე სიარული?

კი

მაშინ, არ შეწყვიტო

არა

როგორ უნდა მოიქცე?

ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, ღვთის თაყვანსაცემად ერთად შეიკრიბონ (ებრაელები 10:25). მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ მაინცადამაინც არ გსიამოვნებს იქ ყოფნა? ხომ არ არის ზოგჯერ ისეთი მომენტი, რომ კრებაზე ზიხარ და თან ფიქრობ, ნეტა ახლა აქ არ ვიყო და რასაც გინდა, იმას გავაკეთებდიო. გადახედე და ნახე, იქნებ ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმაროს რაიმეს შეცვლაში.

1. მიეცი სისტემატური სახე

ბიბლიური მუხლი: „ზოგიერთებს ჩვევად ექცათ თაყვანისცემის შეხვედრების გაცდენა; ჩვენ ნუ დაგვემართება ეს“ (ებრაელები 10:25, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).

რატომ უნდა აკეთო მუდმივად ის, რაც დიდად არ გსიამოვნებს? მარტივად რომ ვთქვათ, სხვანაირად აბა, როგორ შეიყვარებ ამ საქმეს? მაგალითად, როგორ შეგიყვარდება სპორტი ან როგორ გახდები წარმატებული სპორტსმენი, თუ სავარჯიშოდ ათასში ერთხელ დადიხარ? იმავეს თქმა შეიძლება ქრისტიანულ შეხვედრებზეც — რაც უფრო ხშირად დაესწრები, მით უფრო კარგ სულიერ ფორმაში იქნები. აი, მერე კი ყოველთვის გაგიწევს გული კრებისკენ (მათე 5:3).

რჩევები: ყოველი შეხვედრის მერე ერთ მომხსენებელთან მაინც მიდი და უთხარი, რა მოგეწონა ან რას გამოიყენებდი მისი ნათქვამიდან. რვეულში აღნიშნე, რა მოგცა ამ შეხვედრამ. ქრისტიანულ შეხვედრებზე წარმოდგენილი უმეტესი მასალა ქრისტიანულ მსახურებას ეხება, ამიტომ მიზნად დაისახე, რომ გაუმჯობესდე და სხვებთან თავისუფლად შეძლო ბიბლიურ თემებზე საუბარი. თუ ასეთი მიზანი გექნება, კრებაზე განხილული მასალა უფრო საინტერესო გახდება შენთვის.

„პატარაობიდანვე მასწავლეს, რომ შეხვედრებზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა უნდა მომხდარიყო, რომ კრება გამეცდინა. დღემდე ასეთი დამოკიდებულება მაქვს“ (კელსი).

დასკვნა: ვინც კრების შეხვედრებს სისტემატურად ესწრება, მისთვის ეს სასიამოვნო პროცესი ხდება და მეტ რამესაც სწავლობს.

2. გონება არ გაგეფანტოს

ბიბლიური მუხლი: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18).

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დღის ბოლოსთვის მსმენელს წარმოთქმული მოხსენების 60 პროცენტი „ეკარგება“ ანუ აღარ ახსოვს. ფულს რომ ასე იოლად კარგავდე, არ ეცდებოდი, უფრო ყურადღებით ყოფილიყავი?

რჩევები: მშობლებთან ერთად წინა რიგებში დაჯექი, სადაც ყურადღება ნაკლებად გაგეფანტება. გააკეთე ჩანაწერები. მართალია, სწავლისთვის ზოგი რომელ მეთოდს მიმართავს და ზოგი — რომელს, მაგრამ ჩანაწერების გაკეთება ყველა შემთხვევაში დაგეხმარება, მთელი ყურადღება მომხსენებლისკენ გქონდეს გადატანილი. ჩანაწერები იმითაც არის კარგი, რომ სხვა დროსაც გადახედავ და მთავარ აზრებს შეიხსენებ.

«თავიდან მიჭირდა კრების შეხვედრებზე ყურადღების მოკრება, მაგრამ ახლა აღარ. ყოველთვის მახსოვს, რისთვისა ვარ იქ. ეს მარტო რიტუალი არ არის, როგორც მაგალითად, ეკლესიაში წირვაზე დასწრება. კრებებზე იმიტომ დავდივარ, რომ იქ ღმერთს თაყვანი ვცე და თან ვისწავლო; იქიდან ისეთი რამე „წამოვიღო“, რაც ცხოვრებაში გამომადგება» (კეტლინი).

დასკვნა: თუ შეხვედრაზე წახვალ და არ მოუსმენ, ეს იგივე იქნება, რომ მაგარ ქორწილში წახვიდე და იქიდან მშიერი დაბრუნდე.

3. ჩაები

ბიბლიური მუხლი: „ადამიანი ადამიანისგან სწავლობს, ისე როგორც რკინა ილესება რკინით“ (იგავები 27:17, Good News Translation).

შენ ახალგაზრდა ხარ და შენი როლი კრებაში ძალიან დიდია. ყოველთვის დააფასე შენი ადგილი კრებაში და მონაწილეობა მიიღე თანაქრისტიანების აღშენებაში, იქნება ეს კომენტარებით თუ და-ძმებთან ურთიერთობით.

რჩევები: მიზნად დაისახე, სულ მცირე ერთ შეკითხვას მაინც უპასუხო კითხვა-პასუხებიან თემაში. მიეხმარე და-ძმებს სამეფო დარბაზის დალაგებასა და დასუფთავებაში. მონაწილეობა მიიღე კრების სხვა საქმეებშიც შეხვედრის დაწყებამდე, მსვლელობისას ან დამთავრების შემდეგ. ჩამოუჯექი და გაესაუბრე იმათ, ვისთანაც ხშირად არ გიწევს ურთიერთობა.

„15—16 წლის ასაკში მიკროფონი დამქონდა და სცენას ვამზადებდი. ვგრძნობდი, რომ საჭირო ვიყავი კრებისთვის და რაღაცნაირად თავს ვალდებულადაც ვთვლიდი, რომ დარბაზში დროულად მივსულიყავი. ამ ყველაფრის მერე უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა სულიერი საკითხებისადმი“ (მაილზი).

დასკვნა: ნუ იქნები პასიური. მაყურებლის როლს ჯობია, ზოგჯერ, თუნდაც „ეპიზოდური როლი“ შეასრულო.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]

გეპატიჟებით!

გინდა,

სიმართლე გაიგო ღმერთზე?

● უკეთესი ადამიანი გახდე?

● კარგი მეგობრები შეიძინო?

იეჰოვას მოწმეების შეხვედრები დაგეხმარება ამაში და არა მარტო ამაში. მოწმეები კვირაში ორჯერ ღვთის თაყვანსაცემად თავიანთ დარბაზებში იკრიბებიან. იქ არ ხდება ფულის შეგროვება და სტუმრებს ყოველთვის სიხარულით იღებენ.

არ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა! სამეფო დარბაზი არც ერთ ეკლესიას არა ჰგავს. იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე ყურადღება ბიბლიური განათლების მიღებას ექცევა. გაიგებ იმასაც, თუ როგორ ეხმარება ღვთის სიტყვა ადამიანს, უკეთესად და აზრიანად იცხოვროს (კანონი 31:12; ესაია 48:17).

საი — როცა პირველად სამეფო დარბაზში მივედი, გამიკვირდა, რომ ხატები და კერპები არ იყო; არც მღვდლის ანაფორა ეცვა ვინმეს და არც ფულის აკრეფა ხდებოდა. ყველამ თბილად მიმიღო, იქ მშვიდი და უსაფრთხო გარემო დამხვდა. წარმოთქმული თემები ლოგიკური და ადვილი გასაგები მეჩვენა. მივხვდი, რომ ჭეშმარიტება აქ იყო.

დეიანირა — პირველად, როცა იეჰოვას მოწმეების შეხვედრაზე მივედი, 14 წლისა ვიყავი. ყველამ გულთბილად მიმიღო. ჩემი დანახვა იქ ყველას გაუხარდა და ვიგრძენი, რომ მათი ყურადღება ნამდვილად არ იყო ყალბი. ამან ჩემზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე თამამად წავედი.

[ჩარჩო 22 გვერდზე]

გაიგე, რა იქნება განხილული მომდევნო კრების შეხვედრაზე. პროგრამიდან შეარჩიე შენთვის საინტერესო თემა.

ამოჭერი და ასლი გააკეთე

წინასწარ დაწერე ამ ფურცელზე

თემის სათაური:

․․․․․

რა მაინტერესებს ამ თემაზე:

․․․․․

თემის მოსმენის შემდეგ დაწერე

რა ვისწავლე:

․․․․․

რას ვეტყვი მომხსენებელს — რა მომეწონა მის გამოსვლაში:

․․․․․