არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

კატის ულვაშები

კატის ულვაშები

შინაური კატები ღამეული ცხოველები არიან. როგორც ჩანს, ულვაშების დახმარებით მათ შეუძლიათ ახლომდებარე ობიექტების ამოცნობა და მსხვერპლის დაჭერა, განსაკუთრებით სიბნელეში.

დაფიქრდით: კატას ულვაშების ძირში აქვს უამრავი ნერვული დაბოლოება. ეს ნერვები იმდენად მგრძნობიარეა, რომ ჰაერის უმნიშვნელო რხევაზეც კი რეაგირებენ. შედეგად კატას შეუძლია, ამოიცნოს ირგვლივ მდებარე საგნები დანახვის გარეშე, რაც სიბნელეში მისთვის უდავოდ დიდი დახმარებაა.

რადგანაც კატის ულვაშები ატმოსფერულ წნევაზე რეაგირებს, მისი მეშვეობით მას შეუძლია, განსაზღვროს საგნის ან მსხვერპლის ადგილმდებარეობა და მოძრაობის მიმართულება. ულვაშები მას იმაშიც ეხმარება, რომ გაზომოს ხვრელის მოცულობა, მანამ სანამ იქ გაძრომას დააპირებს. ენციკლოპედია ბრიტანიკაში აღნიშნულია: „კატის ულვაშების ფუნქცია ბოლომდე არ არის შესწავლილი. თუმცა, ერთი რამ ცხადია: თუ ულვაშებს მოვაჭრით, კატა დროებით უუნარო გახდება“.

მეცნიერები ქმნიან რობოტებს, რომლებიც აღჭურვილია კატის ულვაშების ანალოგიით შექმნილი სენსორებით, რაც რობოტებს ეხმარება, გვერდი აუარონ დაბრკოლებებს. ეს სენსორები „ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული თანამედროვე რობოტექნიკაში, მართვის ავტომატიზირებულ სისტემებში დისპეჩერისა და სისტემის ურთიერთქმედების ეფექტიანობისთვის და ბიოლოგიაში“, — აღნიშნავს ალი ჯავი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) მეცნიერი.

რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით განუვითარდა კატას ასეთი ულვაშები, თუ ღმერთმა უბოძა?