არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია პორნოგრაფიაზე? მიუღებელია კიბერსექსი?

რას ამბობს ბიბლია პორნოგრაფიაზე? მიუღებელია კიბერსექსი?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიაში არ არის ნახსენები პორნოგრაფია, კიბერსექსი ან სხვა მსგავსი რამ. მიუხედავად ამისა, ბიბლია ნათლად გვანახვებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ღმერთს იმის მიმართ, რაც პროპაგანდას უწევს სქესობრივ ურთიერთობას ქორწინების გარეშე ან დამახინჯებულ წარმოდგენას გვიქმნის სექსზე. დავფიქრდეთ შემდეგ ბიბლიურ მუხლებზე:

  •   „ამიტომ ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება“ (კოლოსელები 3:5). ნაცვლად იმისა, რომ ჩაკლას ადამიანში ხორციელი სურვილები, პორნოგრაფია კიდევ უფრო ამძაფრებს ასეთ სურვილებს. ასეთები ღვთის თვალში უწმინდურები ხდებიან.

  •   „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). უზნეობის ამსახველი სურათები თუ კადრები არასწორ ფიქრებს ბადებს ადამიანში, რასაც საბოლოოდ იგი უზნეობის ჩადენამდე მიჰყავს.

  •   „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის“ (ეფესოელები 5:3). ჩვენ საუბარიც კი არ უნდა გვსიამოვნებდეს უზნეო სქესობრივ კავშირზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთი მასალის კითხვასა თუ ყურებაზე.

  •   „ხორცის საქმეები აშკარაა. ეს არის: სიძვა, უწმინდურება ... და მსგავსი საქმეები. გაფრთხილებთ, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:19—21). ისინი, ვინც პორნოგრაფიით, კიბერსექსით, სატელეფონო სექსით ან სექსტინგით არიან გატაცებული, ღვთის თვალში ზნეობრივად გახრწნილნი არიან. თუ ჩვენც გაგვიტაცებს მსგავსი უზნეობა, დავკარგავთ ღვთის კეთილგანწყობას.