არჩეულ მასალაზე გადასვლა

ღმერთი სამებაა?

ღმერთი სამებაა?

ბიბლია გვპასუხობს:

 ეგრეთ წოდებული ქრისტიანების უმეტესობას სწამს, რომ ღმერთი სამებაა. თუმცა, „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ წერია: „ახალ აღთქმაში ვერსად შევხვდებით ვერც სიტყვა სამებას და ვერც მის განმარტებას . . . ეს მოძღვრება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და არაერთი დისკუსიის საგანი გამხდარა“.

 ერთი რამ უდავოა, ბიბლიაში ღმერთი ერთხელაც კი არ არის მოხსენიებული როგორც სამების ნაწილი. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ბიბლიურ მუხლებს:

 „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“ (კანონი 6:4).

 „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).

 „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

 „ღმერთი კი მხოლოდ ერთია“ (გალატელები 3:20).

 რატომ ამბობს ეგრეთ წოდებული ქრისტიანების უმეტესობა, რომ ღმერთი სამებაა?