არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

„აკრობატი“ დროზოფილა

„აკრობატი“ დროზოფილა

 ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც უცდია ბუზის მოკვლა, კარგად იცის, რომ ეს იოლი საქმე არ არის. ელვისებური რეაქციის წყალობით ეს მწერი, ხშირ შემთხვევაში, ადვილად უსხლტება ხელიდან თავდამსხმელს.

 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორფრთიანთა რიგის ერთ-ერთ წარმომადგენელს, დროზოფილას, ერთ წამზე ნაკლებ დროში შეუძლია ისეთი მანევრების შესრულება, როგორსაც მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავი ასრულებს. პროფესორი მაიკლ დიკინსონი აღნიშნავს: „დროზოფილები დაბადებიდანვე გამოირჩევიან ფრენის გასაოცარი უნარით. ეს იმის მსგავსია, ახალშობილს რეაქტიული თვითმფრინავის მართვა შეეძლოს“.

 მკვლევრებმა დროზოფილას ფრენის პროცესი ვიდეოკამერით გადაიღეს და აღმოაჩინეს, რომ ის წამში 200-ჯერ იქნევს ფრთებს. მეტიც, ამ მწერს ფრთის ერთი მოქნევით შეუძლია მკვეთრად შეიცვალოს მიმართულება, რათა თავი დააღწიოს საფრთხეს.

 რა შეიძლება ითქვას მისი რეაქციის სისწრაფეზე? მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დროზოფილას რეაქციისთვის 50-ჯერ ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ადამიანს თვალის დახამხამებისთვის. „დროზოფილას უმცირეს დროში შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, საიდან უახლოვდება საფრთხე და თავის გადასარჩენად საჭირო მიმართულებით გაფრინდეს“,— აღნიშნავს მაიკლ დიკინსონი.

 მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანად რჩება, როგორ ახერხებს ამდენს პაწაწინა ტვინის მქონე დროზოფილა.

საფრთხისგან თავის დასაღწევად დროზოფილა ერთ წამზე ნაკლებ დროში იცვლის მიმართულებას

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა დროზოფილას აკრობატული მანევრების შესრულების ფენომენალური უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?