არჩეულ მასალაზე გადასვლა

გეკრძალებათ ამა თუ იმ ფილმის ყურება, წიგნის წაკითხვა თუ სიმღერის მოსმენა?

გეკრძალებათ ამა თუ იმ ფილმის ყურება, წიგნის წაკითხვა თუ სიმღერის მოსმენა?

 რასაკვირველია, არა. ჩვენი ორგანიზაცია არ ადგენს მკაცრ წესებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ფილმების ყურება, წიგნების წაკითხვა თუ სიმღერების მოსმენა გვეკრძალება.

  ბიბლია თითოეულს მოგვიწოდებს, გავწაფოთ „აღქმის უნარი“ კარგისა და ცუდის გასარჩევად (ებრაელები 5:14).

  ბიბლიაში მოცემულია ძირითადი პრინციპები, რომელთა თანახმადაც ქრისტიანმა უნდა აწონ-დაწონოს, რა სახის გართობას აირჩევს. a ცხოვრების ყველა სფეროში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველთვის შევამოწმოთ, „რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფესოელები 5:10).

  ბიბლიის თანახმად, ოჯახის თავებს აქვთ გარკვეული ძალაუფლება. ამიტომ, მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა სახის გართობას აირჩევენ მათი ოჯახის წევრები (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 6:1—4). მაგრამ სხვებს არა აქვთ უფლება, ვინმეს აუკრძალონ ამა თუ იმ ფილმის ყურება თუ სიმღერის მოსმენა, რადგან ისინი თვლიან, რომ ასეთი გართობა მიუღებელია ქრისტიანული კრების წევრებისთვის (გალატელები 6:5).

a მაგალითად, ბიბლია განსჯის ნებისმიერ რამეს, რაც ძალადობისკენ, სპირიტიზმისა და აღვირახსნილობისკენ გვიბიძგებს (კანონი 18:10—13; ეფესოელები 5:3; კოლოსელები 3:8).