არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენ გადარჩებით?

ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენ გადარჩებით?

 არა. წარსულში მცხოვრებ უამრავ ადამიანს, ვინც არ იყო იეჰოვას მოწმე, აქვს გადარჩენის შესაძლებლობა. ბიბლიაში მოცემულია დაპირება ღვთის ახალი ქვეყნიერების შესახებ, სადაც „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). ამასთანავე, დღეს მცხოვრები უამრავი ადამიანი შესაძლოა ღვთის მსახური გახდეს; ამ შემთხვევაში, მათაც მიეცემათ გადარჩენის შესაძლებლობა. რაც უნდა იყოს, ჩვენი საქმე არ არის განვსაჯოთ, ვინ გადარჩება და ვინ არა. ამას იესო თავად გადაწყვეტს (იოანე 5:22, 27).