არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ არის იეჰოვას მოწმეების კრებები ორგანიზებული?

როგორ არის იეჰოვას მოწმეების კრებები ორგანიზებული?

 კრებას უხუცესთა საბჭო ხელმძღვანელობს. დაახლოებით 20 კრება ერთ რაიონად ერთიანდება. დროდადრო კრებებს მიმომსვლელი ზედამხედველები ინახულებენ, რომელთაც სარაიონო ზედამხედველები ეწოდებათ.

 ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევებითა და მითითებებით ხელმძღვანელი საბჭო უზრუნველგვყოფს. ხელმძღვანელი საბჭო შედგება დიდი ხნის მონათლული იეჰოვას მოწმეებისგან, რომლებიც ამჟამად უორიკში (ნიუ-იორკი, აშშ) მდებარე იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობენ. სწორედ აქედან ეწევა ხელმძღვანელობა იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო საქმიანობას (საქმეები 15:23—29; 1 ტიმოთე 3:1—7).