არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ არ ზეიმობთ აღდგომას?

რატომ არ ზეიმობთ აღდგომას?

გავრცელებული მცდარი აზრები

  სიცრუე: იეჰოვას მოწმეები იმიტომ არ ზეიმობენ აღდგომას, რომ ქრისტიანები არ არიან.

 სინამდვილე: ჩვენ გვჯერა, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი. ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ, „მივყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21; ლუკა 2:11).

  სიცრუე: თქვენ არ გჯერათ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა.

 სინამდვილე: ჩვენ გვწამს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა. იმასაც ვაღიარებთ, რომ იესო არის ქრისტიანული რწმენის ქვაკუთხედი და ამას ყოველთვის აღვნიშნავთ ქადაგების დროს (1 კორინთელები 15:3, 4, 12—15).

  სიცრუე: თქვენ არ გადარდებთ, რომ თქვენს შვილებს აკლდებათ სიხარული, რომელსაც აღდგომის დღესასწაულზე სხვა ბავშვები განიცდიან.

 სინამდვილე: ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწორად აღვზარდოთ ისინი და გვინდა, რომ ბედნიერები იყვნენ (ტიტე 2:4).

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები აღდგომას?

  •   აღდგომის დღესასწაულს არა აქვს ბიბლიური საფუძველი.

  •   იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ აღენიშნათ მისი სიკვდილის გახსენების საღამო და არა აღდგომა. ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მთვარის ბიბლიური კალენდრის მიხედვით (ლუკა 22:19, 20).

  •   ჩვენ ვიცით, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები, რომლებიც სათავეს იღებს ნაყოფიერების რიტუალებისგან, ღვთისთვის მიუღებელია. ღმერთი ჩვენგან „განსაკუთრებულ ერთგულებას“ მოითხოვს. ღმერთს გული სტკივა, როცა ხალხი ისეთ წეს-ჩვეულებებს მიჰყვება, რომლებსაც თავად არ იწონებს (გამოსვლა 20:5; 1 მეფეები 18:21).

 ჩვენ იმიტომ არ ვზეიმობთ აღდგომას, რომ მას არა აქვს ბიბლიური საფუძველი. ბიბლია მოგვიწოდებს, ადამიანთა ტრადიციებს კი არ მივყვეთ, არამედ გონივრულად და ბრძნულად მოვიქცეთ (იგავები 3:21; მათე 15:3). როცა სხვებს აღდგომის შესახებ ჩვენს თვალსაზრისზე ვესაუბრებით, პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის უფლებას, თავად გააკეთონ არჩევანი (1 პეტრე 3:15).