არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ არ იყენებთ ჯვარს თაყვანისცემის დროს?

რატომ არ იყენებთ ჯვარს თაყვანისცემის დროს?

 ბევრი ჯვარს ქრისტიანობის სიმბოლოდ მიიჩნევს. მართალია, იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები ვართ, მაგრამ ჯვარს თაყვანისცემის დროს არ ვიყენებთ.

 ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იესო ჯვარზე არ მომკვდარა. ბიბლიის თანახმად, ის ძელზე გააკრეს. ამასთანავე, ბიბლია მოგვიწოდებს, „გავექცეთ კერპთაყვანისმცემლობას“, რაც იმას ნიშნავს, რომ თაყვანისცემის დროს ჯვარი არ უნდა გამოვიყენოთ (1 კორინთელები 10:14; 1 იოანე 5:21).

 საყურადღებოა იესოს სიტყვები: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35). ამგვარად, იესომ თქვა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრების ამოსაცნობი ნიშანი თავგანწირული სიყვარული იქნებოდა და არა ჯვარი ან რომელიმე სხვა გამოსახულება.