არჩეულ მასალაზე გადასვლა

სამედიცინო ინფორმაცია

ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მედიკოსებისთვის, რომელთაც იეჰოვას მოწმე პაციენტები ჰყავთ.

 

იეჰოვას მოწმეთა მხარდაჭერა

საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები

იეჰოვას მოწმეებმა მთელ მსოფლიოში ჩამოაყალიბეს საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები, რომლებიც ეხმარებიან მედპერსონალს იეჰოვას მოწმე პაციენტების მკურნალობის დროს. ამ დოკუმენტში მოცემულია, თუ როგორ თანამშრომლობას სთავაზობს ეს კომიტეტი მედპერსონალსა და სამედიცინო დაწესებულებებს.

რელიგიური და ეთიკური პოზიცია მკურნალობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე

გაეცანით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პოზიცია აქვთ იეჰოვას მოწმეებს მკურნალობასთან დაკავშირებით — სხვადასხვა პროცედურის დროს საკუთარი სისხლის გამოყენებასა და სისხლის შემცველი პრეპარატების მიღებაზე.

მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის სტრატეგიები სისხლის გადასხმის ასარიდებლად

ამ ბროშურიდან გაიგებთ, რომ პაციენტებს, რომლებსაც ოპერაცია ესაჭიროებათ, შეუძლიათ აირჩიონ სისხლის გადასხმის მარტივი და ეფექტური ალტერნატიული საშუალებები. ეს მეთოდები მორგებულია სხვა და სხვა სირთულის პაციენტზე და გამოიყენება პრეოპერაციულ, ინტრაოპერაციულ და პოსტოპერიაციულ პერიოდებში.

მკურნალობის მეთოდები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან და ვაკონტროლოთ ჰემორაგია და ანემია ქირურგიული ჩარევისას სისხლის გადასხმის გარეშე

აქ მოცემულია ზოგადი ინფორმაცია სისხლის დაზოგვის სტრატეგიების შესახებ, რათა თავიდან იყოს აცილებული ალოგენური სისხლის გადასხმა ოპერაციის დროს. ამ დოკუმენტში მოცემულია ექსპერტების მიერ შეფასებული 500-ზე მეტი ბმული.