არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მსოფლიო ქაოსშია — როგორ გავართვათ თავი პრობლემებს?

მსოფლიო ქაოსშია — როგორ გავართვათ თავი პრობლემებს?

ეთანხმებით იმ აზრს, რომ მსოფლიოში პრობლემებმა საგრძნობლად იმატა? შესაძლოა არც თქვენთვისაა უცხო ისეთი სირთულეები, როგორებიცაა:

  • შეიარაღებული კონფლიქტები

  • ეპიდემიები

  • სტიქიური უბედურებები

  • სიღარიბე

  • მიკერძოება

  • ძალადობრივი დანაშაული

როცა რაიმე უბედურება გვატყდება, სასოწარკვეთილები და თავზარდაცემულები ვართ. ზოგს მომხდარი იმდენად დიდ დარტყმას აყენებს, რომ ემოციების გამოხატვის თავიც აღარ აქვს. ასეთ სტრესულ მდგომარეობაში დიდხანს დარჩენა ადამიანს სერიოზულ ზიანს აყენებს.

პრობლემების მორევში რომ არ ჩავეფლოთ, უნდა ვიზრუნოთ საყვარელ ადამიანებზე, ჯანმრთელობაზე, ჩვენს ემოციურ სტაბილურობაზე; აგრეთვე უნდა გავუფრთხილდეთ საარსებო საშუალებებს.

რა უნდა გააკეთოთ, რომ მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ ნაკლებად დაგაზარალოთ?