არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲥᲐᲝᲡᲨᲘᲐ

2 | გაუფრთხილდით საარსებო საშუალებებს

2 | გაუფრთხილდით საარსებო საშუალებებს

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ:

ბევრი ლუკმაპურის საშოვნელად მძიმედ შრომობს. დღევანდელი გაუსაძლისი მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს თავის გატანას. რა არის ამის მიზეზი?

  • როცა ამა თუ იმ ტერიტორიაზე საყოველთაო პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, იმატებს როგორც გადასახადები, ისე საკვები პროდუქტების ფასი.

  • შექმნილი კრიზისი უმუშევრობას ან ხელფასების შემცირებას იწვევს.

  • სტიქიამ შეიძლება ეკონომიკურად დაგვაზარალოს და ზიანი მიაყენოს როგორც ბიზნესს, ისე უძრავ-მოძრავ ქონებას. ზოგმა შეიძლება ყველაფერი დაკარგოს და შემოსავლის გარეშე დარჩეს.

რა უნდა იცოდეთ:

  • თუ ფულს გონივრულად გაანაწილებთ, უფრო გაგიადვილდებათ კრიზისული პერიოდის გადატანა.

  • ფინანსური არასტაბილურობის გამო შეიძლება ჩვენი ქონება გაუფასურდეს და დანაზოგი თუ შემოსავალი აღარაფერში გვყოფნიდეს.

  • ყველაფერს ფულით ვერ იყიდით, მაგალითად ბედნიერებას და ოჯახურ იდილიას.

რა უნდა გააკეთოთ:

ბიბლიაში ნათქვამია: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8).

ვიყოთ კმაყოფილი, ნიშნავს, უარი ვთქვათ ზოგიერთ სურვილზე და აუცილებელ საჭიროებებს დავჯერდეთ. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით მაშინ არის კარგი, როცა იმდენი შემოსავალი აღარ გვაქვს, რამდენიც უწინ.

კმაყოფილება რომ იგრძნოთ, კარგი იქნება, თუ ფულის ყაირათიანად ხარჯვას ისწავლით. თუ იმაზე მეტს ხარჯავთ, ვიდრე შოულობთ, ბუნებრივია, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება.