არჩეულ მასალაზე გადასვლა

მკვიდრობს ღმერთი კონკრეტულ ადგილას?

მკვიდრობს ღმერთი კონკრეტულ ადგილას?

ბიბლია გვპასუხობს:

 დიახ. ღმერთი კონკრეტულ ადგილას, ზეცაში მკვიდრობს. დაუკვირდი, ქვემოთ მოცემულ ბიბლიურ მუხლებს:

 მეფე სოლომონი ღმერთს ლოცვით მიმართავს: „მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან“ (1 მეფეები 8:43).

 იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ასწავლა, რომ ასე ელოცათ „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათე 6:9).

 მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტე „შევიდა ... ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარდგეს“ (ებრაელები 9:24).

 ეს მუხლები ადასტურებს, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა და ის, ყველგან კი არა, მხოლოდ ზეცაში მკვიდრობს.