არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის ზეცა?

რა არის ზეცა?

ბიბლია გვპასუხობს

 სიტყვა „ზეცა“ ბიბლიაში სამი ძირითადი მნიშვნელობით გამოიყენება. ესენია: 1) ფიზიკური ცა, 2) სულიერი სამყარო და 3) მაღალი ან აღმატებული მდგომარეობის სიმბოლო. კონტექსტი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა მნიშვნელობით არის გამოყენებული სიტყვა „ზეცა“. a

  1.   ფიზიკური ცა. მასში იგულისხმება დედამიწის ატმოსფერო, სადაც ქარი ქრის, ფრინველები დაფრინავენ, ღრუბლები წვიმასა და თოვლს წარმოქმნიან და ელვა ანათებს (ფსალმუნი 78:26; იგავები 30:19; ესაია 55:10; ლუკა 17:24). ფიზიკური ცა აგრეთვე მოიცავს კოსმოსურ სივრცეს, სადაც მზე, მთვარე და ვარსკვლავებია განლაგებული (კანონი 4:19; დაბადება 1:1).

  2.   სულიერი სამყარო. სიტყვაში „ზეცა“ აგრეთვე სულიერი ცა, სულიერი სამყარო იგულისხმება. ეს არის სამყოფელი, რომელიც ფიზიკური სამყაროს ფარგლებს სცდება (1 მეფეები 8:27; იოანე 6:38). სულიერ სამყაროში მკვიდრობენ იეჰოვა ღმერთი, რომელიც „სულია“ და მისი შექმნილი სულიერი ქმნილებები — ანგელოზები (იოანე 4:24; მათე 24:36). ზოგჯერ სიტყვა „ზეცა“ გაპიროვნებულია და გამოიყენება ერთგული ანგელოზების, „წმინდათა კრებულის“ აღსანიშნავად (ფსალმუნი 89:5—7).

  3.  ბიბლიაში სიტყვა „ზეცა“ ზოგჯერ სულიერი სამყაროს იმ ნაწილს გულისხმობს, სადაც იეჰოვას „მუდმივი სამყოფელია“ (1 მეფეები 8:43, 49; ებრაელები 9:24; გამოცხადება 13:6). ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ სატანა და დემონები გადმოყრილნი იქნებოდნენ ზეციდან და ვეღარასდროს იხილავდნენ იეჰოვას სამყოფელს; თუმცა ისინი კვლავ სულიერ სამყაროში იქნებოდნენ (გამოცხადება 12:7—9, 12).

  4.   მაღალი ან აღმატებული მდგომარეობის სიმბოლო. ბიბლიაში სიტყვა „ზეცა“ გამოყენებულია აღმატებული მდგომარეობის აღსანიშნავად, რომელიც ძირითადად მმართველობის უფლებამოსილებას უკავშირდება. მსგავსი უფლებამოსილება გააჩნია:

როგორია ზეცა?

 ზეცაში, სადაც უამრავი საქმე სრულდება, ასობით მილიონი სულიერი ქმნილება მკვიდრობს, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან (ფსალმუნი 103:20, 21; დანიელი 7:10).

 ბიბლიაში ზეცა აღწერილია, როგორც კაშკაშა სინათლით მოცული სამყოფელი (1 ტიმოთე 6:15, 16). წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ხილვაში ნახა კაშკაშა ზეცა; დანიელმა კი ცეცხლის ნაკადი იხილა, რომელიც ზეცაში ღვთის ტახტის წინ მოედინებოდა (ეზეკიელი 1:26—28; დანიელი 7:9, 10). ზეცა წმინდაა (ფსალმუნი 96:6; ესაია 63:15; გამოცხადება 4:2, 3).

 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ზეცა შიშის მომგვრელი და შთამბეჭდავია (ეზეკიელი 43:2, 3). და მაინც, შეუძლებელია ადამიანი ბოლომდე ჩასწვდეს სულიერი სამყაროს მნიშვნელობას, რადგან ეს მის შესაძლებლობებს აღემატება.

a „ზეცად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა, როგორც ჩანს, მომდინარეობს სიტყვიდან, რომლის ფუძეც ნიშნავს „ამაღლებულს“ ან „აღმატებულს“ (იგავები 25:3). The New Brown, Driver, and Briggs Hebrew and English Lexicon of the Old Testament, გვ. 1029.

b მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ ესაიას 65:17-ში მოხსენიებული ახალი ცა ახალ მთავრობას, ახალ სამეფოს განასახიერებს (ტომი IV, გვ. 122).